კლეი ტომპსონმა NBA-ს რეკორდი დაამყარა! - მამა კი უკმაყოფილოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" სტუმრად "ჩიკაგო" 149:124 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი კლეი ტომპსონმა შეიტანა.

ტომპსონმა 52 ქულა ჩააგდო (!) და ერთ მატჩში გატანილი სამქულიანებით NBA-ს რეკორდი მოხსნა. ტომპსონმა 24 ცდიდან სულ 14 სამქულიანი ჩააგდო, არადა, მოედანზე 26 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ "უორიორსის" სნაიპერის ანგარიშზე პირველ ტაიმში უკვე 10 სამქულიანი იყო 14 ცდიდან, რაც ასევე NBA-ს რეკორდია. "გოლდენ სტეიტმა" კი პირველ ტაიმში "ჩიკაგოს" 92 ქულა ჩაუგდო.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, კლეის მამა მაიკლი ვაჟის მიღწევით კმაყოფილი არ იყო.

"24-დან
14 სამქულიანი? ნუთუ ეს კარგია? მე ვფიქრობდი, რომ ისეთი კარგი კალათბურთელი, როგორიც კლეია, მინიმუმ 18 სამქულიანს უნდა აგდებდეს, როცა 24 ცდა აქვს".

აქვე გეტყვით, რომ "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. "უორიორსს" 8 მოგება და 1 მარცხი აქვს.

ყოფილი გუნდის ეფექტურ გამარჯვებას ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულიაც გამოეხმაურა, რომელიც კლეი ტომპსონის ახლო მეგობარია.

altზაზა ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებს: თქვენ თამაშს კლავთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული