NBA-ს ერთბაშად ორმა კლუბმა პლეი-ოფში ვერმოხვედრის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა.
"კლივლენდ კავალიერსიდან" ლარი დრიუ წავიდა. 61 წლის სპეციალისტმა "კლივლენდი" 2018 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და თანამდებობაზე ტაირონ ლიუ შეცვალა.
"ძალიან ვაფასებთ და პატივს ვცემთ ლარის და მის სამუშაოს, რომელიც მან მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შეასრულა მთელი სეზონის განმავლობაში", - ციტირებს NBA-ს ოფიციალური საიტი "კლივლენდის" გენერალური მენეჯერის, კობი ალტმანის სიტყვებს.
მეორე სპეციალისტი, რომელიც გაათავისუფლეს, "საკრამენტო კინგსის" მთავარი მწვრთნელი დეივ ჯორგერი გახდა. ამის შესახებ გენერალურმა მენეჯერმა ვლადე დივაცმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან განაცხადა. 45 წლის
ჯორგერი "მეფეებს" 2016 წლის მაისიდან ედგა სათავეში.
2018/19 წლების რეგულარულ ჩემპიონატში "კლივლენდმა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო "საკრამენტო" დასავლეთში მე-9 პოზიციაზე გავიდა.