21 აპრილს პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მესამე შეხვედრაში "მილოუკის" უმასპინძლა და კვლავ დამარცხდა.
"ბაქსმა" მეტოქეს 119:103 სძლია და თითქმის გაიოფორმა შემდეგ ეტაპზე თამაში.
მასპინძელთა ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 4:05 წუთი გაატარა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში აქტივში არაფერი ჩაუწერია.
ყველაზე შედეგიანი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 27 ქულას, 6 პასს და 7 მოხსნას მოუყარა თავი, 12 ქულა, 2 პასი და 12 მოხსნაა ანდრე დრამონდის ანგარიშზე, ორმაგი დუბლი გაიფორმა იანის ანტეტოკუნმპომაც (14 ქულა, 3 პასი, 10 მოხსნა).
დეტროიტი-მილუოკი 103:119
"სან ანტონიომ" "დენვერ ნაგეთსი" მიიღო და 103:117 დამარცხდა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა 2:2 და ამ წყვილში ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
საუკეთესო "დენვერელი" ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა და სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. მის ანგარიშზე 29 ქულა, 8 პასი და 12 მოხსნაა.
სან ანტონიო-დენვერი 103:117
"ჰიუსტონმა" "იუტა" მესამე მატჩშიც დაამარცხა - 104:101. ყველაზე შედეგიანი მიჩელ დონოვანი იყო, რომელიც "იუტას" 34 ქულით, 5 პასით და 6 მოხსნით დაეხმარა, თუმცა საბოლოოდ საკუთარ გუნდს გამარჯვება ვერ მოუტანა.
ორმაგი დუბლით გამოირჩა "ჰიუსტონის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი, მის ანგარიშზე 22 ქულა, 10 პასი და 4 მოხსნაა.
იუტა-ჰიუსტონი 101:104