ვეტერანმა კალათბურთელმა ვინს კარტერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NBA-ში კიდევ ერთი სეზონის გატარებას აპირებს.
"ვფიქრობ, NBA-ში სრული სეზონის გატარება კვლავ შემიძლია. თამაში ისევ მაინტერესებს და გუნდისთვის წარმატების მოტანა კვლავ შემიძლია. ამის საშუალებას სხეული 42 წლის ასაკშიც მაძლევს. რატომაც არა?", - განაცხადა კარტერმა.
ვინს კარტერი 1998 წელს დრაფტზე "გოლდენ სტეიტმა" აირჩია. მას შემდეგ მან NBA-ში 1481 მატჩი გამართა (მე-5 შედეგი ისტორიაში), ჩააგდო 25 430 ქულა (მე-20 შედეგი ისტორიაში). 21 სეზონის განმავლობაში მან All Star-ის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სეზონის სიმბოლურ გუნდში
ორჯერ მოხვდა.
უკანასკნელი სეზონი კარტერმა "ატალანტაში" გაატარა, სადაც 76 შეხვედრა გამართა და საშუალოდ მატჩში 7.4 ქულას, 2.6 მოხსნას აგროვებდა.
ახალ სეზონს 42 წლის მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით ხვდება. ის ერთადერთი მოქმედი კალათბურთელია, რომელიც NBA-ში მეოცე საუკუნიდან თამაშობს.