NBA. პლეი-ოფი: "ჰიუსტონმა" "გოლდენ სტეიტს" 0:2 ამოუქაჩა [VIDEO]

AutoSharing Option
7 მაისს NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ბოსტონ სელტიქსი" შინ "მილუოკისთან" ანგარიშით 101:113 დამარცხდა. ამ გამარჯვებით "ბაქსმა" სერიაში ანგარიში 3:1 გახადა.

იანი ანტეტოკოინმპომ თავის გუნდს 39 ქულა შესძინა, რასაც 14 მოხსნა დაუმატა. აღსანიშნავია, რომ "მილუოკის" სათადარიგოებიც კარგად გაისარჯნენ.

"ბოსტონიდან" კაირი ირვინგმა 23 ქულა და 10 პასი მიითვალა, ელ ჰორფორდმა 20 ქულა ჩააგდო, მარკუს მორისმა 18 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ასევე ორმაგი დუბლი გააკეთა ჯეისონ ტატუმმა, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ბოსტონი - მილუოკი 101:113
VideoSportall.Ge
07.05.19. ბოსტონი - მილუოკი 101:113

"ჰიუსტონმა" ზედიზედ მეორე მოუგო "გოლდენ სტეიტს" და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2. "როკეტსმა" ამჯერად შინ "უორიორსს" 112:108 სძლია.

მასპინძლებს ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, რომელმაც 38 ქულა ჩააგდო, 10-ჯერ მოხსნა ბურთი და 4 პასი გააკეთა. ფი ჯი ტაკერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - მან 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო ერიკ გორდონმა 20 ქულა ჩააგდო; აი, კრის პოლის ანგარიშზე კი 13 ქულაა.

კევინ დურანტმა (34) და სტეფ კარიმ (30) ჯამში 64 ქულა დააგროვეს. დრეიმონდ გრინმა 15 ქულას 10 მოხსნა მიამატა.

ჰიუსტონი - გოლდენ სტეიტი 112:108
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული