NBA. დასავლეთ კონფერენციის ფინალი: სტეფ კარიმ ძმას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 15 მაისის დილის 05:00 საათზე გაიმართა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა. "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" ოკლენდში "პორტლენდს" უმასპინძლა. შეხვედრა 3 მეოთხედის განმავლობაში მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობდა. მე-4 მეოთხედის წინ კალიფორნიელები მხოლოდ 6 ქულით იყვნენ წინ, თუმცა ბოლო მეოთხედი 16-ქულიანი სხვაობით მოიგეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც - 116:94.

შეხვედრა იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ძმები - სტეფ და სეთ კარები თამაშობდნენ. უფროსმა ძმამ უმცროსს აშკარად აჯობა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. სტეფმა 35 წუთში 36 ქულა ჩააგდო, 7 შედეგიანი
გადაცემა გააკეთა და 6 მოხსნაც მიითვალა; სეთმა კი 19 წუთში მხოლოდ 3 ქულის, 3 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის მოგროვება შეძლო.

კევინ დურანტის არყოფნისას კლეი ტომპსონი იყო მოწოდების სიმაღლეზე - 26 ქულით კარის შემდეგ გუნდში საუკეთესო გახლდათ. დრეიმონ გრინმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 12 ქულა და 10 მოხსნა.

"პორტლენდიდან" საუკეთესო მექულე დემიენ ლილარდი იყო. მან 19 ქულის ჩაგდება მოახერხა. 17 ქულა კი ერთდროულად 3 კალათბურთელს ჰქონდა - მაურის ჰარკლისს, სი ჯი მაკკოლუნს და როდნი ჰუდს. ორმაგი დუბლი შეასრულა ენეს კარტერმა - 10 ქულა და 16 მოხსნა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში განაცხადში მყოფმა ყველა კალათბურთელმა ითამაშა. "გოლდენ სტეიტში" ასეთი 13 მოთამაშე იყო, "პორტლენდში" კი - 12.


15 მაისი. ოკლენდი, "ორაკლ არენა"

გოლდენ სტეიტ უორიორზი - პორტლენდ ტრეილ ბლაზერსი 116:94 (27:23, 27:22, 23:26, 39:23)



სერიაში 1:0-ია, "გოლდენ სტეიტის" სასარგებლოდ.

შემდეგი შეხვედრა კი ზეგ, იმავე დროს, იმავე ადგილას გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული