NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: კავაიმ ანტეტოკუმპოს აჯობა, "მილოუკიმ" "ტორონტოს" [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს დილით გაიმართა NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე შეხვედა. "მილოუკი ბაქსმა" საკუთარ პარკეტზე "ტორონტო რეპტორზს" უმასპინძლა და პირველი შეხვედრის მსგავსად ამჯერადაც დაამარცხა კანადური გუნდი. პირველი შეხვედრისაგან განსხვავებით "ტორონტოს" კალათბურთელებმა ისეთი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს მასპინძლებს და 22 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ - 125:103.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კავაი ლეონარდი იყო. კანადელთა ვარსკვლავმა 31 ქულა მიითვალა. ამასთან ერთდ კავაის 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა კაილი ლოური. 14 ქულა ჰქონდა ნორმან პოუელს,
ხოლო სერჟ იბაკამ შეხვედრა 8 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.

"მილოუკის" შემადგენლობაში საუკეთესო ჯიანი ანტეტოკუმპო გახლდათ. ბერძენმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა და 17 მოხსნა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ერსან ილიასოვამ, მიროტიჩმა 15-ით. მალკომ ბროგდონს 14 ქულა ჰქონდა, ჰილს 13 და მიდლტონს - 12.

18 მაისი, მილოუკი, "ფაისერვ ფორუმი", 04:30

მილოუკი ბაქსი - ტორონტო რეპტორზი- 125:103 (35:21, 29:18, 31:39, 30:25)


ამ მატჩის შემდეგ სერიაში "მილოუკი" დაწინაურდა 2:0.

შემხდეგი შეხვედრა უკვე ტორონტოში იქნება. თამაში 20 მაისს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული