დღეს, 17 მაისის დილით, ოკლენდში გაიმართა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-2 შეხვედრა. "გოლდენ სტეიტმა" მეორედ უმასპინძლა "პორტლენდს" და მეორედ დაამარცხა. ადვილი შეხვედრა კალიფორნიელებისთვის არც პირველი ყოფილა, თუმცა ამ თამაშში უფრო გაუჭირდათ.
ოკლენდელები პირველ ტაიმს 15 ქულით აგებდნენ - 50:65, თუმცა "გოლდენ სტეიტმა" მესამე მეოთხედი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. სტეფ კარიმ პირველი რვა ქულა აიღო, კლეი ტომპსონმა კი თავისი 24 ქულიდან 13 სწორედ მესამე მეოთხედში მოიპოვა. ბოლო მეოთხედის მეორე ნახევარში სტუმრებმა 7:0 გაქცევა მოაწყვეს და რვა ქულით დაწინაურდნენ, თუმცა "გოლდენ სტეიტმა" მაინც შეძლო თამაშის შემობრუნება და დურანტის არყოფნაში მაინც გაიმარჯვა - 114:111.
სტეფ კარიმ 37 ქულა ჩააგდო. ეს მისი ზედიზედ მესამე 30-ქულიანი მატჩია. "გოლდენ სტეიტს" კი 35-დან 31 მატჩი აქვს მოგებული, როცა მისი ლიდერი მინიმუმ 30 ქულას აგდებს. სტეფმა თავის ძმას, სეთ კარის ამჯერადაც აჯობდა, თუმცა სხვაობა ისეთი აღარ ყოფილა, როგორც პირველ შეხვედრაში იყო. NBA-ს ვარსკვლავის ძმამ 16 ქულა ჩააგდო.
15 მაისი. ოკლენდი, "ორაკლ არენა"
"გოლდენ სტეიტ უორიორზი"- "პორტლენდი" - 114:111 (29:31, 21:34, 39:24, 25:22)
"გოლდენ სტეიტი": სტეფ კარი (37+8 მოხსნა+8 პასი), ტომპსონი (24), გრინი (16+10 მოხსნა+7 პასი), იგუოდალა (4), ლუნი (14+7 მოხსნა), ბელი (11), ლივინგსტონი (3), მაკკინი (3), კუკი (2), ჟერებკო (0+7 მოხსნა), ბოგუტი (0), ჯონსი (0).
"პორტლენდი": ლილარდი (23+10 პასი), მაკკოლუმი (22+ პასი), სეტ კარი (16), ჰუდი (12), ჰარკლისი (12), ამინუ (9), ლეონარდი (7+6 მოხსნა), ტერნერი (6), კანტერი (4), კოლინზი (0).
"პორტლენდი": ლილარდი (23+10 პასი), მაკკოლუმი (22+ პასი), სეტ კარი (16), ჰუდი (12), ჰარკლისი (12), ამინუ (9), ლეონარდი (7+6 მოხსნა), ტერნერი (6), კანტერი (4), კოლინზი (0).
სერიაში ანგარიში 2:0 გახდა.
მე-3 შეხვედრას პორტლენდი უმასპინძლებს. "მოდა ცენტრის" პარკეტზე შეხვედრა 19 მაისის 05:00 საათზე დაიწყება.