NBA. სუპერფინალი: "ტორონტო" შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს დილით NBA-ს სუპერფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა. "ტორონტო რეპტორსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორს" უმასპინძლა და 9 ქულის სხვაობით დაამარცხა - 118:109.

ეს "რეპტორსის" ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო. აქამდე "მილოუკის" 0:2-დან ამოუქაჩეს სერია და 4:2 მოუგეს.

"ტორონტო" მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო. კანადელებმა 3 მეოთხედის მოგება მოახერხეს და მხოლოდ მე-3 მეოთხედში დამარცხდნენ 3 ქულით.

"რეპტორსის" რიგებში საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო. მძიმე ფორვარდმა 32 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. კავაი ლეონარდმა 23 ქულა ჩააგდო, მოხსნებისა და პასების ოდენობა სიაკამის მსგავსად
ჰქონდა. მარკ გასოლი გუნდს 20 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა. ფრედ ვანვლიითს 15 ქულა ჰქონდა, დენი გრინს - 11.

კალიფორნიელთა შემადგენლობაში საუკეთესო სტეფ კარი იყო. "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო - 34. სტეფმა ქულებს 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც დაამატა.  კლეი ტომპსონმა 21 ქულა მიითვალა, ხოლო დრეიმონ გრინმა შეხვედრა სამმაგი დუბლითა და ლამაზი რიცხვებით დაასრულა: 40 წუთი, 10 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.

31 მაისი, ტორონტო, "სქოთიბენკ არენა"
ტორონტო-გოლდენ სტეიტი 118:109
(25:21, 34:28, 29:32, 30:28)

სერიაში - 1:0 "ტორონტოს" სასარგებლოდ.

შემდეგი შეხვედრა 3 ივნისს ისევ ტორონტოში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული