ამერიკული გამოცემა The Athletic წერს, რომ "ტორონტოს" ფორვარდი კავაი ლეონარდი ლოს ანჟელესში გადავა სათამაშოდ. გამოცემის მიხედვით კავაის მომავალი კლუბი არა "ლეიკერსი", არამედ "კლიპერსი" იქნება.
ლეონარდმა "ტორონტოდან" წასვლა გუნდში გატარებული პირველივე სეზონის შემდეგ გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ კანადელები მის გადარწმუნებას დიდხანს ცდილობდნენ. აღნიშნულ სეზონში კავაი გუნდს NBA-ის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.
ფორვარდმა შეხვედრები ორივე კალიფორნიულ კლუბთან გამართა- "ლეიკერსთან" და "კლიპერსთანაც", თუმცა საბოლოო არჩევანი უკანასკნელზე შეაჩერა.
კავაი ლეონარდი "ტორონტოს" "სან ანტონიოდან" გაცვლის საშუალებით შეურთდა და ჩემპიონობასთან ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალების MVP-ც გახდა.