მეჯიქ ჯონსონი: NBA-ს მომავალი სეზონის MVP ეს კალათბურთელი იქნება...

AutoSharing Option
NBA-ის და "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ლეგენდამ მეჯიქ ჯონსონმა საკუთარი ტვიტერის გვერდის საშუალებით გამოთქვა აზრი იმის შესახებ, თუ ვინ იქნება NBA-ის მომავალი სეზონის MVP.

"მე ვფიქრობ, რომ 2019/20 წლების სეზონის MVP ლებრონ ჯეიმსი იქნება"- დაწერა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

NBA-ის 5-გზის გამარჯვებული და 3-გზის MVP "ლეიკერსში" 1994 წლიდან მუშაობს და გასული სეზონიდან მოყოლებული ახლოდან აკვირდება ჯეიმსს. ლებრონმა, კი რომელსაც NBA-ის MVP-ის ტიტული 4-ჯერ აქვს მონაგები, გასული წელი პირადი სტატისტიკის მხრივ ჩვეულ დონეზე ჩაატარა, თუმცა ეს "ლეიკერსს" პლეი ოფში გასასვლელადაც კი არ ეყო. თუმცა,
წლევანდელი სეზონიდან კალიფორნიულ გუნდში ენტონი დევისიც ითამაშებს და ამით "ლეიკერსის" არა თუ საპლეიოფო, არამედ საჩემპიონო შანსებიც იზრდება. ეს კი, ავტომატურად ზრდის ჯეიმსის შანსებს მოიგოს  მე-5 MVP-ის ტიტული.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული