ლებრონ ჯეიმსი: ვისაც შვილები არ ჰყავს ან უმამოდ არ გაზრდილა, ამას ვერ გაიგებს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ის ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა ჯერ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა მისი შვილების ვარჯიშის ვიდეო და შემდეგ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოსტიც დაწერა.

"სპორტდარბაზში მიმავალი მანქანაში ავტირდი, რადგან დავინახე როგორ ვარჯიშობდნენ ჩემი შვილები დილის 5 საათზე. ეს მამობრივი სიხარულითა და სიამაყით გამოწვეული ცრემლები იყო და ამას ვერ გაიგებს ის, ვინც უმამოდ არ გაიზარდა ან საკუთარი შვილები არ ჰყავს, შვილები, რომლებსაც სურს შრომის მიმართ სიყვარული ჩაუნერგოს",- დაწერა ლებრონმა.

ლებრონმა აღნიშნული ვიდეო მაშინ გადაიღო, როცა სპორტდარბაზში სავარჯიშოდ აპირებდა წასვლას. დილით 5 საათზე გაღვიძებულ მამას შვილები
ეზოში დახვდნენ, ისინი ბურთის კალათაში ჩაგდებაზე ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთმა ლებრონი შეამჩნია და ძმას უთხრა, მამა აქ არისო.

მართლაც ძალიან მრავლისმეტყველი მაგალითია, როცა მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი და მისი შვილები დილის 5 საათზე იღვიძებენ და დგებიან სავარჯიშოდ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ხუტ საათზე რა ვარჯიშია ამისთანა ედრენა მატ
დინამო 72
23:43 25-08-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული