NBA-ს ვარსკვლავის და 84 წლის ქალზე თავდასხმის გამო დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა

AutoSharing Option
35 წლის კიმეშა უილიამსი, რომელიც "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდის, კავაი ლეონარდის და გახლავთ, ამერიკის პოლიციამ 84 წლის ქალზე თავდასხმის გამო დააკავა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

84 წლის ქალბატონი აფაფ ანის ასადი პოლიციამ კალიფორნიაში, ერთი-ერთი კაზინოს ოთახში იპოვა. ის სააბაზანოში იყო და თავდასხმის ნიშნები შესამჩნევი გახლდათ. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც.

სახელმწიფო ორგანოებმა უილიამსი და 39 წლის ქენდელ თაუსენი დააპატიმრა. მათ ბრალი ადამიანზე ჯგუფურ თავდასხმაში ედებათ, რომელმაც ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია. ეჭვმიტანილები სასამართლოს წინაშე 19 სექტემბერს წარდგებიან.

თავად კავაი ლეონარდმა კი, რომელიც გასულ სეზონში NBA-ს ჩემპიონი გახდა, "ტორონტო რეპტორსი" დატოვა და სათამაშოდ "კლიპერსში" გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ლეონარდი სუპერფინალების ყველაზე ძვირფას მოთამაშედ აღიარეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული