NBA. რეგულარული: ენტონი დევისის რეკორდები და "ლეიკერსის" ზედიზედ მესამე [VIDEO]

AutoSharing Option
30 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ლეიკერსმა" "მემფის გრიზლის" უმასპინძლა და ანგარიშით 120:91 დაამარცხა.

"ლეიკერსს" ენტონი დევისმა ულიდერა, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი მიითვალა. მან 40 ქულა და 20 მოხსნა მოაგროვა. ლებრონ ჯეიმსმა 23 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ დევისმა 27 საჯარიმოდან 26 ჩააგდო და ამით კლუბის რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი, 25 ჯარიმა დუაიტ ჰოვარდს ეკუთვნოდა, რომელმაც ეს 2013 წელს დააფიქსირა.

გარდა ამისა, დევისი გახდა პირველი კალათბურთელი 2003 წლის შემდეგ, რომელმაც "ლეიკერსის" მაისურით მატჩში 40 ქულა და 20 მოხსნა
მოაგროვა. აქამდე ეს ლეგენდარულმა შაკილ ო'ნილმა მოახერხა.

"ლეიკერსმა" NBA-ს სტარტზე "კლიპერსთან" წაგების შემდეგ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.


"დალას მევერიქსმა" სტუმრად "დენვერ ნაგეტსი" 109:106 დაამარცხა. "დალასიდან" ერთბაშად 8 კალათბურთელმა ჩააგდო 10 და მეტი ქულა. ყველაზე მეტი, 23 ქულა მატჩში მასპინძელთა მოთამაშემ, პოლ მილსაპმა ჩააგდო.

"მაიამი ჰიტმა" "ატლანტა ჰოუქსს" 112:97 სძლია. ყველაზე მეტი, 30 ქულა ატლანტელმა ჯონ კოლინსმა მიითვალა, "მაიამიდან" კი 29 ქულით ტაილერ ჰერო გამოირჩა. ჯიმი ბატლერმა 21 ქულა მოაგროვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული