NBA. რეგულარული: ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიას წერს! [VIDEO]

AutoSharing Option
20 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

როგორც იქნა, ნანატრი გამარჯვება მოიპოვა "გოლდენ სტეიტ უორიორსმა", რომელმაც სტუმრად "მემფისი" 114:95 დაამარცხა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა ალეკ ბრუკსმა ჩააგდო, დრეიმონდ გრინს კი სამმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა - მან 8 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა.

ეს "უორიორსის" მესამე გამარჯვებაა რეგულარულში და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტს" ტრავმების გამო სტეფ კარი და კლეი ტომპსონი ვერ ეხმარებიან.

დღის საინტერესო
შეხვედრა გაიმართა ლოს-ანჯელესში, სადაც "ლეიკერსმა" "ოკლაჰომას" უმასპინძლა და ანგარიშით 112:107 დაამარცხა.

ეს "ლეიკერსის" მე-12 გამარჯვებაა და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. ყველაზე მეტი, 34 ქულა შეხვედრაში ენტონი დევისმა ჩააგდო. თანაგუნდელს მხარი აუბა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა - ლებრონმა 25 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ლებრონი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ყველა გუნდის წინააღმდეგ შეძლო სამმაგი დუბლის გაფორმება. ჯეიმსმა 30-ვე გუნდის წინააღმდეგ სამმაგი დუბლი გააკეთა!

"ოკლაჰომადან" 34 ქულით დენის შროდერი გამოირჩა, დანილო გალინარიმ კი 25 ქულა მიითვალა.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

პელიკანსი-პორტლენდი 115:104
საკრამენტო-ფინიქსი 120:116
მკითხველის კომენტარები / 2 /
თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე სათაური: ესა და ეს NBA-ს ისტორიას წერს. ვერ გავიგე, ისტორიკოსები არიან თუ კალათბურთელები?!
ცოტა მეტი ფანტაზია ავტორებო. გამოდით ამ კლიშეების ტყვეობიდან.
გულშემატკივარი
21:47 20-11-2019
0
უბრალოდ არა ამქვეყნიური. სხვა კომენტარი არ შეიძლება.
Joko
12:50 20-11-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული