NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]

AutoSharing Option
23 ნოემბერს BA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ლეიკერსმა" სტუმრად "ოკლაჰომა" ანგარიშით 130:127 დაამარცხა. ეს "ლეიკერსის" რიგით მე-13 გამარჯვებაა და დასავლეთში პირველ ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 13 მოგებითა და 2 მარცხით "ლეიკერსი" მთელ NBA-ში პირველია ამ მაჩვენებლით.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა და 7 პასი მიაყოლა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ასევე ლებრონ ჯეიმსმა, მან 23 ქულა, 14 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. როცა ანგარიში 130:127 იყო "ოკლაჰომას" ბოლო შეტევისთვის ჰქონდა დრო დარჩენილი, თუმცა ლებრონ
ჯეიმსმა მათი პასი ჩაჭრა, რითაც მასპინძლებს შეტევის საშუალება არ მისცა.

ფილადელფია-სან ანტონიოს მატჩში ბენ სიმონსმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - მან 10 ქულა, 10 მოხსნა და 13 პასი მოაგროვა.

"დალას მავერიქსმა" "კლივლენდი" 143:101 გაანადგურა. კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო ლუკა დონჩიჩი, რომელსაც მართალია სამმაგი დუბლი არ გაუფორმებია, მაგრამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა ჩააგდო, რასაც 14 პასი და 7 მოხსნა მიაყოლა.

დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ სამ მატჩში მოახერხა მინიმუმ 30 ქულისა და 10 პასის მოგროვება.

დონჩიჩის ბრწყინვალე თამაშს ლეგენდარული დირკ ნოვიცკიც უყურებდა, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ პირველად დაესწრო "დალასის" მატჩს. შეგახსენებთ, რომ ნოვიკცი "დალასის" ღირსებას 21 სეზონის განმავლობაში იცავდა, ის თამაშს ტრიბუნებიდან კლუბის მფლობელთან მარკ კიუბანთან ერთად ადევნებდა თვალს.


"დენვერ ნაგეტსმა" დაძაბულ შეხვედრაში "ბოსტონ სელტიქსი" ანგარიშით 96:92 დაამარცხა. "დენვერში" სამმაგი დუბლით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა, 16 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა. ჯამალ მიურეიმ 22 ქულა მიითვალა.

"ბოსტონიდან" კი ჯეილინ ბრაუნი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

"კლიპერსმა" "ჰიუსტონ როკეტს" უმასპინძლა და ანგარიშით 122:119 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები პოლ ჯორჯი და რასელ უესტრბუკი დაუპირისპირდნენ. უესტრბუკი ამჟამად "ჰიუსტონშია", ხოლო ჯორჯი "კლიპერსშია".

შეხვედრაში ყველაზე მეტი 37 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო, რასაც 12 პასი და 8 მოხსნა მიამატა. უესტრბუკმა 22 ქულა მოაგროვა, თუმცა როცა ანგარიში 119:120 იყო გადამწყვეტი სამქულიანი ვერ ჩააგდო. აღსანიშნავია კლინტ კაპელას ორმაგი დუბლი, რომელმაც 17 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

"კლიპერსიდან" 26 ქულით ლოუ უილიამსი გამოირჩა. კავაი ლეონარდმა 24 ქულა ჩააგდო, ხოლო პოლ ჯორმა 19 ქულა მიითვალა.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დეტროიტი-ატლანტა 128:103
ვასინგტონი-შარლოტი 125:118
ბრუკლინი-საკრამენტო 116:97
ჩიკაგო-მაიამი 108:116
ფილადელფია-სან ანტონიო 115:104
იუტა-გოლდენ სტეიტი 113:109
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული