ჯეიმს ჰარდენი მაიკლ ჯორდანისა და კობი ბრაიანტის რეკორდს მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჰიუსტონ როკეტსის" მცველმა ჯეიმს ჰარდენმა "კლივლენდთან" შეხვედრაში 55 ქულა ჩააგდო, ხოლო მისმა გუნდმა 116:110 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ჰარდენი მაიკლ ჯორდანისა და კობი ბრაიანტის რეკორდს მიუახლოვდა. ჯორდანმა და ბრაინტმა 17 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ შეძლეს 50 და მეტი ქულის ჩაგდება, ჰარდენის ანგარიშზე კი ამ დროისთვის 15 სხვადასხვა გუნდია.

ჰარდენმა 18 სამქულიანიდან 10 ჩააგდო და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში გახდა მეოთხე კალათბურთელი, რომელმაც ერთზე მეტი მატჩი ჩაატარა 10 და მეტი სამქულიანის ჩაგდებით.

ჯამში ჰარდენმა 34 სროლიდან 20 ჩააგდო, აქედან 5-დან 5 ჯარიმა. გარდა
ამისა, მის ანგარიშზე 8 პასი, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 ბლოკი და 6 დაკარგვაა (41 წუთში).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან ძლიერი შემტევია მაგრამ ბეჭდის გარეშე დაასრულებს კარიერას
ირაკლი
13:36 12-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული