NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]

AutoSharing Option
26 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და ანგარიშით 116:104 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტმა" უკვე ზედიზედ მესამე მატჩში გაიმარჯვა, მანამდე კი გუნდში ზედიზედ 5 წაგება ჰქონდა და საერთოდ, დასავლეთ კონფერენციაში 8 მოგებითა და 24 მარცხით ბოლო ადგილზეა.

ლიდერების არყოფნაში "უორიორსს" უჭირს, მაგრამ ეს სამი მატჩია ყოჩაღად გამოიყურებიან.

"ჰიუსტონს" ორივე ლიდერი, ჯეიმს ჰარდენი და რასელ უესტბრუკი, პარკეტზე ჰყავდა, მაგრამ მოგება მაინც ვერ მოახერხა. უესტბრუკმა შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა ჩააგდო, რასაც 12 მოხსნა
დაამატა. ჰარდენმა კი 24 ქულა და 11 პასი მიითვალა.

"უორიორსიდან" ყველაზე მეტი, 22 ქულა დემიონ ლიმ ჩააგდო, დიანჯელო რასელმა კი 20 ქულა მოაგროვა, ხოლო დრეიმონდ გრინმა 20 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.


ლოსანჯელესურ დერბიში ამჯერად "კლიპერსმა" იმარჯვა. კავაი ლეონარდმა და კამპანიამ "ლეიკერსი" მათსავე არენაზე 111:106 დაამარცხა.

სტუმრებს კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.

ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ლებრონმა 23 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ენტონი დევისმა 24 ქულა ჩააგდო, კაილ კუზმამ - 25.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ტორონტო-ბოსტონი 102:118
ფილადელფია-მილუოკი 121:109
დენვერი-ნიუ ორლეანი 100:112
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული