NBA. რეგულარული: ლებრონ ჯეიმსმა "დალასთან" მატჩში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ლეიკერსმა" "დალასს" უმასპინძლა და ანგარიშით 108:95 დაამარცხა. ეს "ლეიკერსის" 26-ე გამარჯვებაა ჩემპიონატში და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 23 ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო, რასაც 9 მოხსნა და 4 პასი დაუმატა. ლებრონ ჯეიმსმა 13 ქულა, 13 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ლებრონმა "დალასთან" შეხვედრაში თავის კარიერაში მე-9 000 გადაცემა გააკეთა.

ჯეიმსმა ისტორიულ ნიშნულს მატჩის პირველ მეოთხედში მიაღწია, როცა მთელი მოედნის გასწვრივ გადაცემა ენტონი დევისს მისცა.

მიმდინარე სეზონში
ლებრონი ლიგაში გადაცემების მაჩვენებელში ლიდერობს. ის საშუალოდ შეხვედრაში 10.8 გადაცემას აკეთებს.

"დალასიდან" ლუკა დონჩიჩი გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ტორონტო-ოკლაჰომა 97:98
დენვერი-საკრამენტო 120:115
მემფისი-შარლოტი 117:104
ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 127:112
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამერიკელი რომ არის პიარი არ აკლია. აბა ქართველი იყოს, შეიძლება სასტარტოში მოხვედრაც კი გასჭირვებოდა.
გელას რაკურსი
22:51 30-12-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული