31 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.
"მილუოკიმ" სტუმრად "ჩიკაგოს" 123:102 სძლია. აღსანიშნავია, რომ "ბაქსს" ამ გამარჯვების შემდეგ 30 მოგება (5 მარცხი) დაუგროვდა და მთლიან ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
სტუმრებიდან კრის მიდლტონი გამოირჩა 25 ქულით და ბერძენი იანის ანტეტოკოუნმპო ორმაგი დუბლით - მან 23 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.
"ჩიკაგოდან" ზაკ ლავინი იყო, რომელმაც 19 ქულა მიითვალა.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ორლანდო-ატლანტა 93:101
ვაშინგტონი-მაიამი 123:105
მინესოტა-ბრუკლინი 122:115 (103:103)
იუტა-დეტროიტი 104:81
პორტლენდი-ფინიქსი 116:122