"ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ცენტრმა ჯავალ მაკგიმ "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროში 3 მოხსნასა და 9 ქულასთან ერთად, 6! ბლოკი მიითვალა.
როგორც მაკგიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, 20 წუთში გაკეთებული 6 ბლოკი გახდა მისი დოპინგზე შემოწმების მიზეზი.
"გოლდენ სტეიტში" ზაზა ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელის ნათქვამში არის ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან შეხვედრაში ბლოკების მხრივ გამორჩეული 4 კალათბურთელი იყო და მხოლოდ ის შეამოწმეს.
აღნიშნული მატჩის საუკეთესო მომენტები და სტატისტიკა ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.