NBA. რეგულარული: ვესტბრუქმა ლებრონი და "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 თებერვალს, NBA-ს რეგულარული სეზონის ღამის ცენტრალურ შეხვედრაში "ლოს ანჟელეს ლეიკერსმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით დამარცხდა - 111:121.

პარკეტზე საუკეთესო "ჰიუსტონის" მცველი რასელ ვესტბრუქი იყო, რომელსაც ცოტა ხნის წინ ძალიან აკრიტიკებდნენ და "როკეტსიდან" წასვლასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა "ბიისთბრუქმა" მოტივაცია იპოვა საკუთარ თავში და ბოლო თვის განმავლობაში შესანიშნავ კალათბურთს თამაშობს.

"ჰიუსტონის" 0-იანმა შეხვედრაში 41 ქულა, 5 ასისტი და 8 მოხსნა დააგროვა, თანაგუნდელ ჯეიმს ჰარდენს, კი ყველასდა გასაკვირად, მხოლოდ 14 ქულა ჰქონდა.

"ლეიკერსის" რიგებში საუკეთესო ენტონი დევისი იყო
32 ქულითა და 13 მოხსნით. ლებრონ ჯეიმსს კი 3-მაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 18 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა და 9 მოხსნა.

"ლეიკერსი" 38 მოგებით დასავლეთ კონფერენციის სათავეშია და მე-4 ადგილზე მყოფ "ჰიუსტონს" 5 მოგებით უსწრებს.


სხვა შეხვედრები

ნიუ იორკი - ორლანდო 105:103
მილოუკი - ფილადელფია 112:101
ჩიკაგო - ნიუ ორლეანი 119:125
პორტლენდი - სან ანტონიო 125:117

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული