ლებრონ ჯეიმსი: ის ჩემთვის შავი იესო ქრისტე იყო

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა გაიხსენა ის დრო, როცა მას ლეგენდარულ მაიკ ჯორდანთან ერთ გუნდში მოუწია თამაში.

"მე მაიკლ ჯორდანის საწვრთნელ ბანაკში მიმიწვიეს. ჩვენ თამაშს საღამოს 9 საათზე ვიწყებდით და პროცესში 1 საათი შეუსვენებლად დავრბოდით. მე და მაიკლი ერთ გუნდში ვიყავით და მასთან ერთად თამაშის დროს შეხვედრა არ წამიგია.

ეს ადამიანი ჩემთვის იესო ქრისტე იყო. მე მას ისე ვუყურებდი, როგორც შავ იესო ქრისტეს", - განაცხადა ლებრონმა Fadeaway World-თან საუბარში.

მოგეხსენებათ, გულშემატკივრებს, ექსპერტებსა და კალათბურთელებს შორის სულ მიმდინარეობს დავა, სჯობს
თუ არა ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანს და იმსახურებს თუ არა "მეფე ჯეიმსი" მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის წოდებას.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლებრონი,ღირსეული ადამიანიც ყოფილა.
სოსო
14:30 20-05-2020
0
GOAT ვარო, გამოაცხადა და რომ დასცინეს, მერე ეს ინტერვიუ მისცა, ეტყობა... ჯორდანს ვერავინ შეედრება. სტატისტიკურად და ყველანაირად ეგრეა..
nanka2002
15:55 20-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული