ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო პრესაში აქტიურად იწერება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სოციალურ ქსელ "ტვიტერის" კონფლიქტის შესახებ, რასაც "გოლდენ სტეიტ უორიორსის" მთავარი მწვრთნელი სტივ კერიც გამოეხმაურა და პრეზიდენტს დასცინა.
გუშინ, 28 მაისს, ტრამპმა სოციალური ქსელების რეგულირების შესახებ კანონს მოაწერა ხელი და ისიც განაცხადა, რომ "ტვიტერიდან" საკუთარი ანგარიშის წაშლას აპირებს. პრეზიდენტის სწორედ ამ საკითხზე საუბრის ვიდეო გააზიარა სტივ კერმა და სათაურად მხოლოდ "ჰაჰაჰაჰაჰა" დაურთო.
თეთრი სახლის მმართველმა სოციალური ქსელების დარეგულირების შესახებ მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც "ტვიტერის" ადმინისტრაციაში ტრამპის პოსტი საეჭვოდ
მიიჩნიეს და დადასტურება მოითხოვეს.
კერს იქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია დონალდ ტრამპი, პრეზიდენტმა კი კერს NBA-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტში მისი პოზიციის გამო "წაკბინა".