ბითაძის თანაგუნდელმა 53 ქულა ჩააგდო - "ინდიანამ" იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 აგვისტოს გამთენიისას გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" "ფილადელფიას" დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 127:121.

"პეისერსის" ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია - გოგამა ტრავმის გამო მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მისმა თანაგუნდელმა თი ჯეი უორენმა კი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და 53 ქულა მოუტანა თავის გუნდს.

გოგას გარდა, "ინდიანას" კიდევ ერთი ცენტრი, დომანტას საბონისია ტრავმირებული. მათ არ ყოფნაში მაილს ტერნერმა 20 წუთი გაატარა პარკეტზე და 9 ქულას 2 მოხსნას მიამატა.

"ინდიანა პეისერსმა" ამ მოგებით რეგულარულ სეზონში მე-40 გამარჯვება მოიპოვა
და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მე-4-ზე მყოფ "მაიამის" 2 მოგებით ჩამორჩება, მე-3-ზე მყოფ "ბოსტონს" კი 3 გამარჯვებით.

სხვა შეხვედრები:

ლოს ანჯელეს კლიპერსი - ნიუ ორლეან პელიკანსი - 126:103

ტორონტო რეპტორსი - ლოს ანჯელეს ლეიკერსი 107:92


მკითხველის კომენტარები / 6 /
ასე უნგრევენ კარიერას ახალგაზრდებს, შენგელიაც რატო წამოვიდა ბრუკლინიდან? ამიტო ,,შავი’’ თუ არ ხარ ნბა-ში არავინ მიგიღებს!!!
Musenbezi
02 აგვისტო 2020 23:10
6
შავი რა შუაშია ვითომ გაგიგია რაღაც? დონჩიჩი შავია?? პორზინგისი შავია? იოკიჩი შავია??? და კიდევ რამდენი ჩამოვთვალოთ.. ესენი ოლსტარის მონაწილებია
reali
14 აგვისტო 2020 12:14
0
მართლა გაუგებარია ინდინას საქციელი?! დავიჯერო, რომ გოგა ნბას გუნდების მესამე ცენტრებზე ნაკლენი მოთამაშეა? ყველა გუნდი იწყებს სასტარტო ცენტრით, მერე შემოჰყავთ მეორე და მალევე მესამე ცენტრი, ანუ ყველა გუნდს ჰყავს სამი ცენტრი და სამივეს ეძლევა თამაშის საშუალება, აი იმ მესამე და თუნდაც მეორე ცენტრებზე ნაკლები არაფრით არაა გოგა, ეს ბიჭი უდიდეს პოტენციალს ფლობს, ასე სკამის ხეხვის ღირსი ნაღდად არაა, გოგას უამრავი მსურველი ჰყავდა დრაფტხე, მაგრამ ინდიანამ თავი გაიგიჟა და გოგა აიყვანს, ახლა საერთოდ არ ათამაშებს, მართლა უცნაურია მათი საქციელი. პირველივე შეთავაზებაზე გადადი გოგა სხვა გუნდში.
ინდიანას დედაც
02 აგვისტო 2020 16:17
0
რის ტრავმა რატრავმა რაც ამერიკაში ჩავიდა არ უთამაშია და ტრავმა ლოგინში მიიღო
გრიგოლ1408
02 აგვისტო 2020 15:27
0
Tu sheidzleba gvitxarit ra travma aqvs da ramdeni xani chirdeba morchenas, tu ara da rogor velodi mis tamashs sabonisis ar yofnashi
Nukri
02 აგვისტო 2020 14:22
0
თუ ტრამვირებულია სათადარიგო სკამზე რა უნდოდა, კაით რა.
fff
02 აგვისტო 2020 14:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული