ლილარდი "წვერას" NBA-ს რეკორდში ჩაეზიარა და ღამეც მოჰპარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 აგვისტოს, ორლანდოში NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა და რამდენიმე სუპერინდივიდუალურ მაჩვენებელთან ერთად, NBA-ს რეკორდის გამეორებაც ვიხილეთ.

"პორტლენდმა" "დენვერს" 10 ქულის სხვაობით მოუგო - 125:115, შეხვედრაში კი საუკეთესო "ბლეიზერსის" მცველი დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც 45 ქულა, 12 ასისტი, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოუტანა თავის გუნდს. ლილარდმა ჯეიმს ჰარდენის მიერ დამყარებული NBA-ს რეკორდი გაიმეორა - შეხვედრა მინიმუმ 10 სამქულიანითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

"წვერამ" საკუთარ მატჩში ძალიან კარგად ითამაშა და "ლეიკერსთან" ანგარიშით 113:97 მოგებულ შეხვედრაში 39 ქულა
ჩააგდო, 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 8-ჯერ მოხსნა ბურთი. რომ არა ლილარდი, ჰარდენი ღამის საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა, თუმცა...

სხვა მატჩების შედეგები:

მილოუკი - მაიამი 130:116 (მილოუკიმ აღმოსავლეთი კონფერენცია მოიგო)

დალასი - კლიპერსი - 111:126



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული