დონჩიჩის სასწაული: ბოლო წამზე გუნდს მოაგებინა, ჯორდანის რეკორდი დაამხო და NBA-ს ისტორია შეცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიქსის" სლოვენიელმა მცველმა ლუკა დონჩიჩმა NBA-ს პლეი-ოფის შეხვედრაში "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ (135:133) საოცარი მატჩი ჩაატარა.

ლუკამ საკუთარ აქტივში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა შთამბეჭდავი სტატისტიკის მიღმა ახალგაზრდა ვარსკვლავმა ერთი მნიშვნელოვანი რამ მოახერხა, რამაც NBA-ს ისტორია შეცვალა: ბოლო წამზე, გაწითლებულ დროზე სამქულიანი ჩააგდო და გუნდს მოაგებინა, ამით კი ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო.

ლუკა გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი ნაციონალური ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფში 40 ქულაზე მეტი მოიპოვა და გამარჯვების ქულა მაშინ ჩააგდო, როცა გუნდი
მარცხდებოდა.

ჯორდანმა "ჩიკაგო ბულზისთვის" გამარჯვების მომტანი ბურთი "კლივლენდ კავალიერსს" 1989 წელს ჩაუგდო. ის მომენტი კალათბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც "The Shot" და ჯორდანის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდად ითვლება. მაშინ მაიკლი 26 წლის გახლდათ, ლუკამ კი ეს 21 წლის ასაკში მოახერხა.

ამას გარდა, ლუკამ NBA-ს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - პლეი-ოფების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი 40+ ქულასთან ერთად მოაგროვა.

ამ მოგებით კი  "დალასმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

სხვა შეხვედრები:

ტორონტო - ბრუკლინი 150:122 (4:0)

იუტა - დენვერი 129:127 (3:1)

ფილადელფია - ბოსტონი 106:110 (0:4)






მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ ბიჭმა დაამსხვრია მითი, რომ კალათბურთში თეთრი ვერასოდეს აჯობებს შავს.D
hhh
24 აგვისტო 2020 13:47
0
ჩემი აზრით მსოფლიოში ერთ ერთი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია თუ საუკეთესო არა
ტოტტი
24 აგვისტო 2020 13:24
4
სასწაული ბიჭია.აშკარად გამორჩეულია სხვებისგან,თან შავებისგან,რომლებიც ბურთით იძინებენ და ბურთით იღვიძებენ.ჯერ 21წლისაა წარმოგიდგენიათ.....
კახა ქ.
24 აგვისტო 2020 15:47
0
დონჩიჩი რომ უკვე სუპერვრასკვლავია,ეგ შარშანაც ვიცოდით,მაგრამ ინდიანამ მეორე თამაში ითამაშა და წააგო,არც ბითაძეს უთამაშია...თქვენ კი,შეხვედრის ანგარიშიც კი არ გამოგიცხადებიათ.ვიღაცა კახპა, სადღაც გამოხტება და მასზე დებთ სტატიებს,ანგარიშების დადება მაინც არ შეიძლებოდა?ან რა ხდება,ხომ უნდა დაინტერესდეთ?ჩაკვეტაძესაც ასევე მოუყრუეთ,გეგონება არც გვაინტერესებს.
სოსო
24 აგვისტო 2020 19:26
0
ლუკა სუპერ ბიჭია, იმედია ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს ენბიეში, დონოვან მიტჩელზეც შეგეძლოთ დაგეწერათ საოცარად თამაშობს პლეი-ოფში!!!
Musenbezi
24 აგვისტო 2020 14:42
0
ამ ბიჭის შემხედვარემ უნდა თქვა:-"კალათბურთი მარტო შავკანიანების თამაში არაა !"
ALONZO
24 აგვისტო 2020 22:27
0
Luka "Magic" Doncic
Megreli
24 აგვისტო 2020 15:03
0
დონჩიჩი არის ჩვეულებრივი გიჟი,"არანორმალური"

აბა ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, ტიპნა ნახევარი ნბა-ის რეკორდები დაამხო უკვე
ლაშა
24 აგვისტო 2020 22:59
0
ამან ასე თუ გააგრძელა მემგონი ჯირდანი გადავა მეორეზე
Gio
24 აგვისტო 2020 14:57
2
ეს ხო უკვე შავებს ჯობია და ასე მგონია ეს ყველა სავის და ჯორდანის რეკორდს დაამხობს და შავებიც კაი ხანი ვეღარ დაამხობონ ამ ბიჭის რეკორდს რაღაც ახალი ისორია იწერება ნბაში.
dato
24 აგვისტო 2020 22:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული