კრის პოლი - კალათბურთელი, რომელმაც ყველას შეგვახსენა, ვინაა, რა შეუძლია, რატომ შეუძლია და როგორ ახერხებს, იყოს იდეალური ლიდერი.
ეს არის კაცი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ,,ალფა". სხვაგვარად, ის არავისზე მეტი არაა და ფონს მხოლოდ კლასით გადის. ეს ფრაზა ნუ გაგაკვირვებთ, გადახედეთ შარშანდელი "ჰიუსტონ როქეთსის" პოლს და თქვენთვის ყველაფერი ნათელი გახდება.
რა ფუნქცია აკისრია კრისს "ოკლაჰომა სითი სანდერში"? - ლიდერის, მენტორის, სისტემის განმაპირობებლის.
• ლიდერი - შესაძლოა, ასაკშია, თუმცა იცის, როგორ მოიგოს, როგორ ასწავლოს გამოუცდელ თანაგუნდელებს გამარჯვებისკენ სწრაფვა, დისციპლინა და,
• სისტემის განპირობება - იდეაში, არაორდინარული არაფერი ხდება, გუნდი კლასიკური სტილით თამაშობს (ფლორ ჯენერალი, დახმარე შემტევი და დრიბლერი, კარგი ვინგები, დამზღვევი ცენტრები), თუმცა, ჩემი აზრით, სწორედ კლასიკური სტილია საუკეთესო გზა წარმატებისკენ, მაგრამ ამას ბრწყინვალედ უნდა აკეთებდე, უფრო დაბალი საფეხური არ არსებობს, რათა სასურველი შედეგი დადო. სამწუხაროდ, ჯერ ვერაა ამ დონეზე "ოკლაჰომა", თუმცა, სწორ გათვლებს + ღირსეული ასპარეზობა მშვენიერი სინთეზია.
• მენტორი - ეს, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიც კია CP3-ის პრეროგატივებს შორის. გარდა იმისა, რომ კრის პოლის ეგო ყველა თანაგუნდელზე მოქმედებს, ის მაინც უშუალო მენტორობას შეი გილჯის-ალექსანდერსა და დენის შროდერს უწევს. განსაკუთრებით - შროდერს, რადგან, შეი პრეროგატივით, უფრო შემტევია და, სიმაღლის წყალობით (198სმ), სრულფასოვნად ავსებს Shooting Guard-ის ადგილს. დენისი კი აუცილებლად Point Guard-ია, თუმცა ჯერ დასახვეწი აქვს მიმართებები, თუ სწორად როგორ გადააფასოს პრიორიტეტები მოედანზე. ეს ასპექტი გამთამაშებლისთვის უმნიშვნელოვანესია.
ანუ, ვფიქრობ, რომ "ოკლაჰომაში" სურთ, მომავალში შროდერი/შეის წყვილი ჩამოყალიბდეს უკანა ხაზის სახით ძირითად ხუთეულში და ამისთვის იდეალური განმაპირობებელია პოლის მენტორობა.
ადრე "ატლანტა ჰოუქსს" ჰქონდა მცდელობა, იგივე გაეკეთებინა, როცა დენისი მშვენივრად შემოდიოდა სათადარიგოთა სკამიდან და სცადა, ჯეფ ტიგი (გუნდის მაშინდელი ძირითადი 1-ლი ნომერი) ჩაენაცვლებინა შროდერით, თუმცა გერმანელი წნეხს და პასუხისმგებლობებს ვერ გაუმკლავდა.
ახლა სხვა გუნდშია, სხვა ასაკში და, რაც მთავარია - სხვა მენტორის ყურადღების ქვეშ. ეს ბევრს ნიშნავს.
მოკლედ და მარტივად, ჩვენ, კრის პოლის სახით, ვუყურებთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს და ასეთ ხალხსაც კი უჭირს, ითამაშოს ვარსკვლავური კალათბურთი, თუ მისთვის შესაბამისი მოტივაცია არ გააჩნია. ვიმეორებ - მისთვის შესაბამისი. ზუსტად, ამ ყველაფრის ნაკლებობა ქმნიდა მის გარშემო უარყოფით ფონს "ჰიუსტონ როქეთსში".
წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე