ბრძოლა, ღირსება, პატივისცემა, კალათბურთი!

AutoSharing Option
#ბაზერი

ორი ნათელი წერტილი. ორი დიდი ბიჭი და ორი მომავალი. ისინი არიან და იქნებიან პლანეტის საუკეთესო ლიგის საუკეთესო მოთამაშეები (ერთ-ერთი), თუმცა მათ სიდიადეს ეს სურათი და მათი სუპერდაპირისპირება გამოხატავს. მათ იბრძოლეს. შემდეგ ერთმა მოიგო, მეორემ წააგო. და ბრძოლის შემდეგ, როგორც იაპონიაში სჩვევიათ, პატივისცემით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, ოღონდ -  ამერიკულად - შორეული ხელის ჩამორთმევა და ჯიგრული ჩახუტება...

ზოგი იგებს, ზოგი აგებს, მაგრამ პატივისცემის არსებობა უმნიშვნელოვანესია. პატივისცემა უნდა ჰქონდეს წაგებულს მოგებულის მიმართ და - პირიქით. ყოველთვის ჩნდებიან უმოტივაციოდ უპატივცემულო ტიპები ("კლიპერსის" ბიჭები, მათ
შორის) და მათი სახელი არ რჩება პატივსაცემად. მარტივი მოცემულობაა, როგორც ეპყრობი, ისე გეპყრობიან.

სასიამოვნოა ამ ახალგაზრდებისგან. კარიერის სტარტზევე სწევენ მაღლა თავიანთ ადამიანურ თვისებებს და იწყებენ ისტორიის წერას.

თამაში საოცარი იყო, როგორც მთლიანი სერია. "იუტას" ეტკინა, რადგან დიდი იყო უპირატესობა. "დენვერს" უსაზღვროდ ესიამოვნა, რადგან თავიდანვე კიდეზე აღმოჩნდნენ. შემდეგ - ჯამალმა შეასრულა და ბოლოს - ჟელიბონის კაცმა, ნიკოლა იოკიჩმა გადმოუშვა ლავა. ბასტილიის ციხის აორთქლებას ჩალიჩობდა. საბოლოოდ, ორთქლად აქცია. სუპერვარსკვლავია და სადღაც უნდა გაებრწყინა...

რთულია "იუტა ჯაზის" ფანებისთვის რაიმე პოზიტიურის თქმა, თუმცა, ერთი ფაქტი არსებობს, როდესაც ამ გუნდის გულშემატკივარი ხარ, რთულია ჩემპიონობაზე იფიქრო, რაც უნდა დაბალანსებული გუნდი გყავდეს. იგივე მომენტია "დენვერის" ფანების შემთხვევაში. მათ, უბრალოდ, შეჭამეს ის კანფეტი, რომელიც "იუტამ" გახსნა, წამებით დაასწრეს. ვერც "დენვერი" გახდება ჩემპიონი. ეს უბრალოდ, ახალგაზრდა, დიდი ბიჭების შეტაკება იყო, სუპერდრამატურგიით და დაძაბულობით. GAME 7 ყოველთვის ასწორებს...

ბრავო!

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული