NBA: სასწაული ნახევარფინალი აღმოსავლეთში: გამარჯვებულს მე-7 მატჩი გადაწყვეტს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში სიტუაცია პიკს მიუახლოვდა. ტორონტო რეპტორსმა მოახერხა და ბოტონ სელტიქსს სერიაში ანგარიში გაუთანაბრა - 3:3. 

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და რეპტორსმა დამსახური გამარჯვება მოიპოვა - 125:122.

პერიმეტრიდან ბრწყინვალე იყო კაილ ლოური (10-ში - 6). კარგად შემოვიდა ბენჩიდან ნორმან პაუელი (23 ქულა). 21 ქულა დააფიქსირა ფრედ ვანვლიტმა. მოულოდნელად ცუდი იყო პასკალ სიაკამი, რომელმაც 12 ქულა 19-დან, მხოლოდ, 5 ზუსტი სროლით მოგროვა
და, წესით, ამ ლაფსუსს გუნდის წარუმატებლობა უნდა განეპირობებინა, რადგან ,,კელტები მშვენივრად გამოიყურებოდნენ, მაგრამ კარგმა იმპროვიზაციამ და ლოურის ლიდერობამ უდიდესი სტიმული განაპირობა.

სელტიქსიდან მშვენიერი ციფრების დადეს სტარტერებმა:
ჯეისონ ტეიტუმი - 29 ქულა, 14 მოხსნა, 9 გადაცემა
ჯეილენ ბრაუნი - 31 ქულა, 16 მოხსნა
დენიელ თაისი - 18 ქულა, 7 მოხსნა
მარკუს სმარტი - 23 ქულა, 11 მოხსნა, 10 გადაცემა

თუმცა, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა კემბა უოლქერი, რომელმაც, მხოლოდ, 11-ჯერ შეუტია და, მხოლოდ, 2 ჩააგდო (10 ქულა). გარდა ამისა, რეპტორსის ბენჩმა, აშკარად დაჩაგრა ბოსტონის სათადარიგოები. მწვანეების სკამმა, ჯამში, 16 ქულა ჩააგდო.

რაც არ უნდა ვაქოთ და მატჩის გმირად მოვიხსენიოთ კაილ ლოური, თამაშში თავისი ლომის წილი აუცილებლად შეიტანა ნორმან პაუელმა.

altNBA - პროგნოზები (10 სექტემბერი)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული