"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს

AutoSharing Option
NBA-ს და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულ მძიმე ფორვარდს - პაუ გასოლს, პირველი შვილი შეეძინა. მშობლებმა პატარას ელიზაბეტ ჯიანა დაარქვეს. რა თქმა უნდა, პატარას ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის შვილის, ჯიანას სახელი დაარქვეს, რომელიც მამასთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
პაუმ თავისი გაბედნიერების ამბავი გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.

"ჩვენი პატარა, როგორც იქნა, აქ არის. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ჩვენ უბედნიერესები  ვართ. ელიზაბეტ ჯიანა გასოლი, სახელი, რომელიც ჩვენი პატარასთვის ბევრს ნიშნავს." - წერს პაუ საკუთარ "ტვიტერზე".

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ პაუ და კობი ერთად "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რიგებში თამაშობდნენ. მათ ორჯერ შეძლეს საჩემპიონო ბეჭდების ერთად მოგება. კობი და პაუ ყოველთვის ძალიან ახლო მეგობრებად ითვლებოდნენ და ეს ფაქტი ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა. 

Sportall.Ge

პაუ, გილოცავთ, ჩემპიონო!


altმსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის სურათით

დაამშვენეს [VIDEO]



altლიონელ მესი კობი ბრაიანტზე: შენ გენიოსი იყავი

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ ადამიანი და მერე სპორტსმენი
პაუ
14:18 14-09-2020
0
ბრავო პაუ!!!
Megreli
13:01 14-09-2020
0

სიახლეები პოპულარული