იუტა ჯაზის ფანების ამაზრზენი საქციელი დერეკ ფიშერის მიმართ

AutoSharing Option
#ისტორია

• 2008 წლის 16 მაისი. დასავლეთ კონფერენციის მეორე რაუნდი. ლოს ანჯელეს ლეიკერსი იუტა ჯაზის წინააღმდეგ. სერიაში ანგარიში 3-2 ლეიკერსის სასარგებლოდ. მე-6 მატჩი იუტას არენაზეა. დერეკ ფიშერს ყველა ბურთის შეხებაზე დარბაზი უსტვენს და მთელ არენაზე ისმის შეძახილები - "Cancer!"(სიმსივნე). როცა ფიში საჯარიმოს სასროლად დგებოდა, გულშემატკივრები ცალ თვალზე იფარებდნენ ხელს.

• ჯაზის ფანების ამ საქციელის საბაბი დერეკ ფიშერის გადაწყვეტილება გახდა. 2006-07 წლების სეზონი მან სოლთ ლეიქ სითიში გაატარა, რა დროსაც, მის 11 თვის ქალიშვილს თვალის სიმსივნე დაუდგინდა. ფიშმა 2007 წლის ზაფხულში ჯაზის მენეჯმენტს
გუნდიდან გაშვება სთხოვა, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა შვილზე ზრუნვის. იმის გამო, რომ ლოს ანჯელესში აღმოჩნდა ისეთი კლინიკები, რომლებიც მის გოგონას უმკურნალებდნენ, დერეკმა ლეიკერსში დაბრუნება გადაწყვიტა, რამაც იუტას ფანები გააღიზიანა. მითუმეტეს, არც მანამდე გამოირჩეოდნენ ლეიკერსის მიმართ დიდი სიყვარულით.

• საბოლოოდ, მე-6 თამაში ლეიკერსმა 108-105 მოიგო. ფიშერმა შეხვედრა 16 ქულით დაასრულა და არა ერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო. თუმცა, მთავარი მოქმედი პირი, რა თქმა უნდა, კობი ბრაიანტი გახლდათ.

• მთელი თამაშის განმავლობაში, დარბაზი მას მოძალადეს ეძახდა. მეოთხე მეოთხედში, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ზუსტად, იგივე სიტუაცია იყო. კობის ხელშია ბურთი, მთელ დარბაზი ,,მოძალადეს" გაჰყვირის. ბრაიანტი საოცარ Aნდ Oნე-ს ჩააგდებს, მიუბრუნდება ერთ-ერთ გულშემატკივარს და ეტყვის - მართალი ხარ. მან თამაში 34 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით დაასრულა, ლეიკერსმა კი, კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული