დასავლეთის ფინალი ლეიკერსმა გახსნა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსალოდნელი შედეგით დასრულდა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი მატჩი ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და დენვერ ნაგეთსს შორის, ,,ანგელოზებმა", ანგარიშით - 126-114 გაიმარჯვეს.
უნდა ითქვას, რომ ეს მატჩი მწვრთნელმა ფრენკ ვოგელმა და წინახაზელთა შეტევაზე ორიენტირებამ მოიგო. ამას დაემატა პერიმეტრზე კარგად მდგარი ვინგების ხარისხიანი თამაში და ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც, თითოეული ხსენებული, გადაცემებით მოამარაგა და ნაკლები ინიციატივა აიღო შეტევაზე.
ეს სტრატეგია ჭკვიანური გამოდგა, რადგან საკმაოდ ცუდ დამცველ ნიკოლა იოკიჩსა და მეისონ პლამლის ენტონი დეივისმა და დუაით ჰოვარდმა, ჯამში, 50 ქულა ჩაუგდეს.
ამას ემატებოდა ბრწყინვალე
დაცვა ლეიკერსის მხრიდან.
ენტონი დეივისი - 37 ქულა, 10 მოხსნა
ლებრონ ჯეიმსი - 15 ქულა, 6 მოხსნა, 12 გადაცემა
კენტავიუს ქალდველ-პოუპი - 18 ქულა
დუაით ჰოვარდი - 13 ქულა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება
ნიკოლა იოკიჩი - 21 ქულა, 6 მოხსნა
ჯამალ მარეი - 21 ქულა
მაიკლ პორტერ ჯუნიორი - 14 ქულა, 10 მოხსნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული