NBA-ში ოცნებები ხდება

AutoSharing Option
#Sixth_Man

იცით, რას ნიშნავს ზღაპრული ოცნების ახდენა კალათბურთში? - იმას, რაც დღემდე ხდება კაილ კუზმას თავს.

წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას:
22 წლის ასაკში თამაშობ სტუდენტურ ლიგაში და აქაც კი რიგითი მოთამაშე ხარ, ფაქტობრივად, ბევრით არაფრით გამოირჩევი. ბუნებრივია, შენი ზღაპრული ოცნებაა, მომავალში NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, მაგრამ იმასაც ხვდები, რომ, სიტუაციის რეალურად შეფასებიდან გამომდინარე, ამ ლიგაში მოხვედრაც კი უდიდესი წარმატებაა; მერე კი, იქ რიგითი მოთამაშის კარიერა გელოდება, მხოლოდ, რადგან, გულის სიღრმეში, იცი, მეტის ამბიციას სიტუაციის პრაგმატულად შეფასების უნარი არ გაძლევს.

მაგრამ რა ხდება დღეს?
კაილ კუზმა NBA-ს და, შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მძიმე ფორვარდია. ერთ-ერთი წამყვანი  ფიგურაა ისეთი ,,გიგანტის", როგორიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსია" და, ასევე, საკმაოდ ძლიერი და თვალსაჩინო ,,დამრტყმელი ძალაა" იმ შემადგენლობაში, სადაც გუნდის სუპერვარსკვლავები ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დეივისი არიან. ხვდებით, ეს რას ნიშნავს?

აქამდე რამდენად წარმატებული გზა გამოიარა და მომავალში როგორი ნათელი ფერებით სავსე კარიერა ელის ამ ბიჭს, თქვენც ხვდებით.

პარადოქსულად ჟღერს, არა? თუმცა, ფაქტია, ზღაპრული ოცნება ასრულდა და მოხდა ის, რასაც, დარწმუნებული ვარ, ვერც წარმოიდგენდა კაილი.

ზუსტად ასე ხდება, როდესაც ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭს მოტივაციას გაუღვიძებ და მისცემ შანსს, დაამტკიცოს შესაძლებლობები. კუზმასთვის ასეთი მოტივაცია, დრაფტის პირველ რაუნდში არჩევასთან ერთად, ისეთ ლეგენდარულ და ისტორიულ ორგანიზაციაში მოხვედრა იყო, როგორიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსია". მას კი აქ არ ჰქონდა წნეხი.

ვფიქრობ, ეს საუკეთესო მაგალითია მომავალი კალათბურთელებისათვის, რათა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების.

პ.ს. ტიპმა კენდალ ჯენერსაც კი ,,გაუსინჯა გემო".

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული