კობი ბრაიანტის არარეალური მენტალიტეტი

AutoSharing Option
#Sixth_Man

თქვენ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, აგროვებდე საშუალოდ 35 ქულას და, სეზონის ბოლოს, საუკეთესო დამცველებს შორის ხვდებოდე?

ეს ნიშნავს, რომ გქონდეს უდიდესი ენთუზიაზმი, პასუხისმგებლობა, დისციპლინა და სიყვარული ამ თამაშის მიმართ.
იმის ახსნას არ დავიწყებ, რამდენად ძვალსა და რბილში ჰქონდა ეს ყველაფერი გამჯდარი კობი ბრაიანტს, მაგრამ ვეცდები, დაახლოებით მაინც, მოკლედ განვმარტო რამხელა შრომის და წნეხის შედეგია ეს წარმოუდგენელ რეზულტატი.

რა იწვევდა ამ შეუძლებელ ენერგიას, რომ კაცი თამაშობდა მთელი მატჩის განმავლობაში, იღებ
და ტრავმებს, სულ რაღაც აწუხებდა და მაინც ყველას კლავდა? - რობოტივით ვარჯიში და დატვირთვა, რასაც კობი საკუთარ სხეულს უკეთებდა და მე ბოლომდე არ მესმის, ამას როგორ უძლებდა.

ჩამიდენია ,,საკალათბურთო მკრეხელობა" და გონებაში მიკითხავს, თუ რაში სჭირდებოდა ასე თავის გადადება კიარა - წამება? მაგრამ სჭირდებოდა! ეს იყო მისთვის ცხოვრების აზრი, რომელსაც ვერ დააბალანსებ, თუ პრიორიტეტები არ გაქვს შესაბამისად გადანაწილებული და, თავის მხრივ, პრიორიტეტებს ასე ვერ გაანაწილებ, თუ შენი ფსიქოლოგია  რაღაც არანორმალურ ,,კონდიციებში" არ იმყოფება.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული