დღეს, 2 ოქტომბერს, ქართველთათვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - "ინდიანა პეისერსი" ცენტრ მაილს ტერნერის გაცვლას გეგმავს.
თუ ეს ტრანსფერი შედგება, გოგა გუნდში მეორე ცენტრი გახდება. შესაძლოა, ძირითადი 5 ნომერიც კი იყოს, თუ საბონისი მსუბუქი ფორვარდის პოზიციას დაიკავებს. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა ქართველი თავისთვის სასურველ 20-22 წუთს მიიღებს.
რატომ იქნება ეს კარგი?
გოგა დრაფტზე სწორედ "ინდიანამ" აირჩია, სადაც საკმაოდ ძლიერი მაღლები ასპარეზობდნენ. ამიტომ მისი სათამაშო დრო მაქსიმუმ 5 წუთი იყო. ამას ემატებოდა G ლიგაში გადასვლა, სადაც არცთუ ისე მაღალი დონეა სათამაშოდ.
ასევე, შესაძლოა
"ინდიანა პეისერსში" მწვრთნელად მაიკლ დეანტონი მივიდეს, რომლის სათამაშო ფილოსოფიაც 3-ქულიანი შეტევებია. ის წლების განმავლობაში "ჰიუსტონს" წვრთნიდა და ბოლო სეზონში გუნდის ძირითადი ცენტრი გაცვალა, რათა ხუთივე კალათბურთელს 3-ქულიანის სროლა შეძლებოდა.
თუ მაიკლი "პეისერსს" ჩაიბარებს, გოგას კარგი შესაძლებლობა გაუჩნდება, რადგან მისი სასროლი სელექცია დეანტონის ფილოსოფიას ეწყობა. ბითაძეს საშუალო და 3-ქულიანი ხაზიდან სროლა კარგად გამოსდის. ამიტომ დიდია შანსი, რომ "ჰიუსტონის'' ექსმწვრთნელმა მოსვლის შემთხვევაში გოგა ჯოკერად გამოიყენოს. ბითაძის მსგავსი მოძრავი ცენტრი, კარგი სროლითა და დაცვით, დეანტონის სტილის მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა.
გასოლის ამერიკული თავგადასავალი დასრულდა
NBA: "მეფემ" მეოთხე ბეჭდისკენ ტრიუმფალური სვლა დაიწყო [VIDEO]