NBA-ს გასული სეზონის ჩემპიონ "ლოს ანჯელეს ლეიკერსსა" და გუნდის ფორვარდ ენტონი დევისს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
დევისი კალიფორნიულ ფრენჩაიზში 5 წლით (2025 წლამდე) დარჩება და ამ პერიოდში ხელფასის სახით 190 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს (სეზონში 38 მილიონი დოლარი).
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ "ლეიკერსმა" კონტრაქტი ლებრონ ჯეიმსთანაც გაახანგრძლივა.
წუთში 82 დოლარი - ლებრონმა "ლეიკერსთან" საოცარი კონტრაქტი გააფორმა