დღეს, 14 დეკემბრის გამთენიისას, NBA-ს წინასასეზონო შეხვედრაში "ლეიკერსი" და "კლიპერსი" ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ.
მატჩი კვლავ "ლეიკერსის" გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 131:106.
"კალიფორნიელი ყვითლების" რიგებში ახალი სუპერშემტევი, 20 წლის ტალენ ტაკერი გამოჩნდა, რომელმაც 41 წუთში 33 ქულა, 10 მოხსნა, 4 გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
თავი კაილ კუზმამაც გამოიჩინა, რომელმაც გუნდს არასრულ 40 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.
"ლეიკერსის" რიგებში მარკ გასოლმა თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა, სადაც 22 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა ასევე ახალწვეულმა ჰარელმა, რომელმაც ყოფილ გუნდთან 19 ქულა, 11 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება "კლიპერსს", ორივე სუპერვარსკვლავმა, პოლ ჯორჯმა და კავაი ლეონარდმა, შეზღუდული დროით, 17-17 წუთი ითამაშა, რა დროშიც გუნდს ჯამში 20 ქულა მოუტანეს (კავაიმ - 11, ჯორჯმა - 9).