"ლეიკერსმა" "კლიპერსს" მეორედაც აჯობა. ახალი ტალანტი სუპერგუნდში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 დეკემბრის გამთენიისას, NBA-ს წინასასეზონო შეხვედრაში "ლეიკერსი" და "კლიპერსი" ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ.

მატჩი კვლავ "ლეიკერსის" გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 131:106.

"კალიფორნიელი ყვითლების" რიგებში ახალი სუპერშემტევი, 20 წლის ტალენ ტაკერი გამოჩნდა, რომელმაც 41 წუთში 33 ქულა, 10 მოხსნა, 4 გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა.

თავი კაილ კუზმამაც გამოიჩინა, რომელმაც გუნდს არასრულ 40 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

"ლეიკერსის" რიგებში მარკ გასოლმა თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა, სადაც 22 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა
შეასრულა.

კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა ასევე ახალწვეულმა ჰარელმა, რომელმაც ყოფილ გუნდთან 19 ქულა, 11 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება "კლიპერსს", ორივე სუპერვარსკვლავმა, პოლ ჯორჯმა და კავაი ლეონარდმა, შეზღუდული დროით, 17-17 წუთი ითამაშა, რა დროშიც გუნდს ჯამში 20 ქულა მოუტანეს (კავაიმ - 11, ჯორჯმა - 9).



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული