"ბრუკლინმა" მოიგო, სუპერვარსკვლავებმა ერთად პირველი მატჩი ჩაატარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 დეკემბრის გამთენიისას, NBA-ს წინასასეზონო მატჩში ერთმანეთს "ვაშინგტონი" და "ბრუკლინი" დაუპირისპირდნენ.

"ბრუკლინის" რიგებში ორმა სუპერვარსკვლავმა, კაირი ირვინგმა და კევინ დურანტმა, ერთად პირველი შეხვედრა ჩაატარეს.

"ვაშინგტონი" - "ბრუკლინი" - 114:119

დურანტის ანგარიშზე  23 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გახლავთ, ხოლო ირვინგმა გუნდს, მან 17 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა, 4 გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა.

რაც შეეხება "ვაშინგტონს", გუნდის ახალწვეულმა, რასელ უესტბრუქმა მატჩი გამოტოვა.

დედაქალაქელების რიგებში გამორჩეული რუი ჰაშიმურა გახლდათ, რომელმაც 18 ქულის მოგროვება შეძლო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული