სეზონის კარგი დასაწყისი. სუპერვარსკვლავები საქმეში ჩაერთნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 04:00 საათზე, NBA-ს 2020-21 წლების სეზონი დაიწყო. გახსნით მატჩში "ბრუკლინმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და 125:99 დაამარცხა. 

"ბრუკლინის" რიგებში სუპერდუეტმა, კაირი ირვინგმა და კევინ დურანტმა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მათ გუნდს ჯამში 48 ქულა (26 ირვინგი, 22 დურანტი) შესძინეს. 

ასევე კარგი მატჩი ჩაატარა კარის ლევერტმა, რომელმაც 20 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

რაც შეეხება "ოქროსშტატელებს", მათი რიგებიდან გუნდს ყველაზე მეტი, 20 ქულა ლიდერმა, სტეფ კარიმ შესძინა. მას მხარი ვაისმენმა 19 ქულით აუბა. 

უბრემ და ვიგინსმა პირველი თამაშში კარგად
ვერ იასპარეზეს (უბრე 6 და ვიგინსი 13). 

მომდევნო მატჩს "ბრუკლინი" 26 დეკემბერს, "ბოსტონის" წინააღმდეგ გამართავს. 

"გოლდენ სტეიტი", თავის მხრივ, 25 დეკემბერს "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული