"საუკეთესო ახალგაზრდამ" მძიმე ტრავმა მიიღო, მისმა გუნდმა მაინც იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 დეკემბრის გამთენიისას, "ბრუკლინ ნეტსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 116:111 დასრულდა. შეხვედრის ძირითადი დრო 106:106 მორჩა, დამატებით დროში კი "მემფისმა" 10:5 იმარჯვა და "ბრუკლინს" ზედიზედ მეორე მარცხი აგემა.

მასპინძელი გუნდის ლიდერები, კევინ დურანტი და კაირი ირვინგი ამ კონკრეტულ მატჩს ტოვებდნენ. ასევე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპენსერ დინვიდიმ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და "ნეტსს" ამ სეზონში დაემშვიდობა. 

გასული სეზონის საუკეთესო "ახალწვეულმა" ჯა მორანტმა მძიმე ტრავმა მიიღო. სავარაუდოდ, საქმე კოჭის მოტეხილობასთანაა. დაზუსტებული პასუხი, დიდი ალბათობით, დღეს გავრცელდება. 

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო
კაილ ანდერსონი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 

ასევე კარგი მატჩი ჩაატარა დილონ ბრუკსმაც, რომელმაც თავი 24 ქულას, 7 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 3 ჩაჭრას მოუყარა. 

რაც შეეხება "ბრუკლინს", მათი რიგებიდან კარის ლევერტი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 29 ქულა,  4 მოხსნა, 11 გადაცემა და 5 ჩაჭრა მოუტანა. 

კარგი მატჩი ჰქონდა კაბაროსაც, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

4 ტურის შემდეგ "ბრუკლინს" ბალანსი 2/2-ზე აქვს და მე-6 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "მემფისს", ეს მათთვის პირველი გამარჯვება გახლდათ, 1 მოგებითა და 2 მარცხით. "დათვები" მე-13 ადგილზე იმყოფება.

altNBA დაიწყო - წლის "ახალბედამ" სეზონი 44 ქულით გახსნა [VIDEO]

altკავაის მაგრად მოხვდა! "ბრუკლინმა" "ბოსტონი" დაასამარა. "Christmas day"-ის საოცარი მატჩები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
"საუკეთესო ახალგაზრდამ" კი არა,გასული სეზონის საუკეთესო ახალწვეულმა.ახალგაზრდას რაც შეეხება დონჩიჩი და იანისი არ დაბერებულად და რავი :):):)
კარგით რა
15:11 29-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული