ლუკას საოცარი თამაში და სამმაგი დუბლი, "ჰიუსტონი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს "ჰიუსტონმა" "დალასს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 113:100 დასრულდა. 

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც 33 ქულა, 16 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 

შესანიშნავი გახლდათ ასევე ტიმ ჰარდევეი ჯუნიორი, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

"ჰიუსტონიდან" საუკეთესო მექულე კრისტიან ვუდი აღმოჩნდა, რომელმაც თავი 23 ქულას, 7 მოხსნას, 1 ჩაჭრას და ამდენივე დაფარებას მოუყარა. 

ჯეიმს ჰარდენმა მისთვის შესაფერისი მატჩი ვერ ჩაატარა. "წვერამ" საკუთარ ანგარიშზე 21 ქულა, 3 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააფიქსირა. ნებისმიერი
სხვა მოთამაშისთვის ეს იდეალური სტატისტიკა იქნებოდა, მაგრამ ჰარდენმა თავისი თამაშის თამასა ძალიან მაღლა ასწია. 

კარგი გახლდათ ერიკ გორდონიც, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. 

alt"ვაშინგტონის" ზედიზედ მეორე გამარჯვება, დურანტმა მატჩის მომგები სროლა გააფუჭა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა რომ სუპერ კალათბურთელია ფაქტია, მაგრამ სად არის ჩვენი ლუკა, ბითაძეზე ვამბობ, როგორ იკარგება ჩვენი ერთერთი საიმედო კალათბურთელი, მიხედვით უნდა ამ ბიჭს
Nukri
13:21 05-01-2021
0

სიახლეები პოპულარული