"ფილას" რიგებიდან საუკეთესო მთავარი ლიდერი ჯოელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც 38 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
შესანიშნავი გახლდათ სეტ კარიც, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მისი ნასროლი 7 სამქულიანიდან 6 ზუსტი აღმოჩნდა.
ბენ სიმონსის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო.
რაც შეეხება "ვაშინგტონს", ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა ბრედლი ბილმა, რომელმაც გუნდს 60 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე ასევე 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
კარგი მატჩი ჩაატარა რასელ უესტბრუქმაც, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
გამოირჩა დევის ბერტანსიც, რომელმაც თავი 17 ქულას, 4 მოხსნას, 1 გადაცემასა და 2 ჩაჭრას მოუყარა.
სხვა მატჩების შედეგები კი ასეთია:
"ჰიუსტონი" - "ინდიანა" - 107:114
"კლივლენდი" - "ორლანდო" - 94:105
"შარლოტი" - "ატლანტა" - 102:94
"ბოსტონი" - "მაიამი" - 107:105
"იუტა" - "ნიუ იორკი" - 100:112
"დეტროიტი" - "მილუოკი" - 115:130
"ოკლაჰომა" - "ნიუ ორლეანსი" - 111:110
"ტორონტო" - "ფინიქსი" - 115:123
"კლიპერსი" - "გოლდენ სტეიტი" - 108:101
"ჩიკაგო" - "საკრამენტო" - 124:128
კაირის ლიდერობით "ბრუკლინმა" "იუტას" მარტივად სძლია [VIDEO]
საუკეთესო ახალგაზრდის გარეშე დარჩენილმა "მემფისმა" მოქმედ ჩემპიონებს არაფერი დაუთმო [VIDEO]