"ყველა ჩემი რეკორდი მარცხით დასრულდა..." - ბრედლი ბილი რეკორდს გამოეხმაურა

AutoSharing Option
დღეს "ფილადელფიამ" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და 141:136 დაამარცხა.

"ვაშინგტონელთა" რიგებიდან ბრედლი ბილმა 60 ქულა ჩააგდო და გუნდის ისტორიის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. ბრედლიმდე ეს რეკორდი გილბერტ არენასს ეკუთვნოდა. 

"მე ავიღე პასუხისმგებლობა და მინდოდა გუნდისთვის წარმატება მომეტანა. მე კიდევ უკეთ უნდა ვითამაშო. ჩემი კარიერული მიღწევები არ მაინტერესებს. ყველა ჩემი რეკორდი მარცხით დასრულდა", - განაცხადა ბილმა. 

ამ სეზონში ბრედლის ანგარიშზე საშუალოდ 34.3 ქულაა, რაც ფანტასტიკური შედეგია. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altბრედლი ბილის 60 ქულა და დასანანი მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული