ბრედლი ბილის 60 ქულა და დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 იანვარს, "ფილადელფიამ" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 141:136 დაამარცხა. 

"ფილას" რიგებიდან საუკეთესო მთავარი ლიდერი ჯოელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც 38 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა. 

შესანიშნავი გახლდათ სეტ კარიც, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მისი ნასროლი 7 სამქულიანიდან 6 ზუსტი აღმოჩნდა. 

ბენ სიმონსის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. 

რაც შეეხება "ვაშინგტონს", ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა ბრედლი ბილმა, რომელმაც გუნდს 60
ქულა შესძინა. მის ანგარიშზე ასევე 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. 

კარგი მატჩი ჩაატარა რასელ უესტბრუქმაც, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. 

გამოირჩა დევის ბერტანსიც, რომელმაც თავი 17 ქულას, 4 მოხსნას, 1 გადაცემასა და 2 ჩაჭრას მოუყარა. 

სხვა მატჩების შედეგები კი ასეთია: 

"ჰიუსტონი" - "ინდიანა" - 107:114

"კლივლენდი" - "ორლანდო" - 94:105

"შარლოტი" - "ატლანტა" - 102:94

"ბოსტონი" - "მაიამი" - 107:105

"იუტა" - "ნიუ იორკი" - 100:112

"დეტროიტი" - "მილუოკი" - 115:130

"ოკლაჰომა" - "ნიუ ორლეანსი" - 111:110

"ტორონტო" - "ფინიქსი" - 115:123

"კლიპერსი" - "გოლდენ სტეიტი" - 108:101

"ჩიკაგო" - "საკრამენტო" - 124:128

altკაირის ლიდერობით "ბრუკლინმა" "იუტას" მარტივად სძლია [VIDEO]

altსაუკეთესო ახალგაზრდის გარეშე დარჩენილმა "მემფისმა" მოქმედ ჩემპიონებს არაფერი დაუთმო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული