დღეს, 14 იანვრის გამთენიისას, "ოკლაჰომამ" "ლეიკერსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 128:99 დასრულდა.
კვლავაც საოცარ ფორმაშია გუნდის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც დღევანდელ მატჩში 26 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. "მეფემ" 8 ნასროლი სამქულიანიდან 5 ზუსტად მოათავსა.
ენტონი დევისის ანგარიშზე 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
გუნდის ახალწვეულმა მოტრეზლ ჰარელმა თავი 21 ქულას, 6 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა.
"ოკლაჰომას" რიგებიდან თავი შაი გილოს ალექსანდერმა გამოიჩინა, რომელმაც 17 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სხვა არცერთი კალათბურთელი 15-ქულიან ზღვარს არ გადასცდენია.
13 თამაშის შემდეგ "ლეიკერსი" 10 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციას სათავეში უდგას.
რაც შეეხება "ოკლაჰომას", ისინი 5 მოგებითა და 6 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებენ.