სტეფ კარის 35 ქულა და ზედიზედ მეორე მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 იანვარს, "დენვერმა ნაგეტსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და 114:104 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო სერბი ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც მორიგი  სამმაგი დუბლი შეასრულა. ნიკოლას ანგარიშზე 23 ქულა, 14 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ. 

ჯამალ მარიმ გუნდს 17 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა. 

"გოლდენ სტეიტის" რიგებიდან საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 35 ქულას, 11 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემას და 2 ჩაჭრას მოუყარა. 

ახალგაზრდა ჯეიმს ვაისმენმა 18 ქულის, 5 მოხსნის, 2 შედეგიანი გადაცემის, 1 ჩაჭრისა და 2 დაფარების დაგროვება მოახერხა.

"დენვერი" 12 თამაშის შემდეგ, 6 მოგებითა და ამდენივე მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში  მე-7 ადგილზე იმყოფება. 

რაც შეეხება "ოქროსშტატელებს", თავიანთი დღევანდელი მოწინააღმდეგის მსგავსად, 6 მოგებითა და 6 წაგებით, ამავე კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებენ.

სხვა მატჩების შედეგები ასეთია: 

"ფილადელფია" - "მაიამი" - 125:108

"სან ანტონიო" - "ჰიუსტონი" - 105:109

"ტორონტო" - "შარლოტი" - 111:108

"პორტლენდი" - "ინდიანა" - 87:111

alt

ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]

alt"ლეიკერსი" ფანტასტიკურ ფორმაშია! ამჯერად მარტივი გამარჯვება "ოკლაჰომასთან"[VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული