ჯეიმს ჰარდენის რეკორდი, რომლის ანალოგიც ისტორიაში არავის დაუფიქსირებია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 იანვარს, "ბრუკლინ ნეტსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 125:123 დაამარცხა. 

გუნდს ფანტასტიკურად შეეწყო ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც არასრულ 41 წუთში 34 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ჯეიმსმა თამაშიდან კარგი პროცენტით შეუტია, 25 ნასროლი ბურთიდან 13 ზუსტად მოათავსა, ხოლო უშუალოდ სამქულიანიდან  - 3/10, საჯარიმო სროლიდან კი - 5/6. აღსანიშნავია, რომ ჰარდენმა ბურთი 6-ჯერ დაკარგა. 

ჯეიმს ჰარდენი გახლავთ ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც ახალი კლუბის პირველ 2 შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

საოცარ ფორმაშია ასევე მისი თანაგუნდელი კევინ დურანტი, რომელიც უმძიმესი ტრავმიდან შესანიშნავად დაბრუნდა. კევინმა დღევანდელ შეხვედრაში 30 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ჯო ჰარისმაც, რომელმაც თავი 20 ქულას, 6 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა. 

"მილუოკის" რიგებიდან საუკეთესო ბერძენი სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუმპო გახლდათ. იანისმა გუნდს 34 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოუტანა. ანტეტოკუმპომ თამაშიდან ნასროლი 26 ბურთიდან 13 ზუსტად მოათავსა, ჩააგდო 2 სამქულიანი 6-იდან და 6 საჯარიმო ტყორცნა 8-დან. 

კარგი მატჩი ჩაატარა ასევე კრის მიდლტონმაც, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა. 

ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

15 თამაშის შემდეგ 9 მოგებითა და 6 მარცხით "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ბაქსს", ისინი 9 მოგებითა და 5 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფებიან. 

"მილუოკი" მომდევნო მატჩს 22 იანვარს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო "ნეტსი" 21 იანვარს "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.

altდონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი - ლუკამ ჯორდანსაც გადაასწრო [VIDEO]

altგოგა ბითაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოლიდური დროით დაბრუნდა [VIDEO]

altNBA. რეკორდების ცვენა "ბრუკლინის" მატჩში: "წვერამ" და დურანტმა ფენომენალური მატჩი ჩაატარეს [VIDEO]

altარასდროს დანებდე! ანტეტოკუნმპოს გზა გაჭირვებიდან ისტორიაში ყველაზე დიდ კონტრაქტამდე [PHOTO+VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხო რეგულარულში ყველა ყველაფერს გლეჯს ერთი ქულას აკეთებს მეორე მოხსნას მესამეს პერიმეტრიდან სროლა გამოდის რეგულარულში შეიძლება ემვიპიც გახდეს აი ფლეიოფში კი სხვა საქმეა შეიძლება გახვიდე მერვედფინალში მერე მეოთხედფინალშიც გახვიდე აი ფინალში ერთეულები ხვდებიან აი ლებრონი მაგალითად 10 ჯერ ითამაშა ესეთი ფინალი მაგრამ ყველა მოგებას თხოულობს ამიტომ არ ვიცი რა მოხდება
მერაბი
19:50 28-01-2021
0
ასეთი საინტერესო სეზონი არ მინახია ძალიან მაგარი კალადბურთელები არიან სხვადასხვა გუნდებში გლიჯავენ ყველაფერს, ძალიან საინტერესო გაზაფხული გვაქვს კალათბურთის მოყვარულებს
gio gio
21:37 19-01-2021
0

სიახლეები პოპულარული