საუკეთესო მაჩვენებელი გუნდში - ბითაძემ წუთები ჯეროვნად გამოიყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 თებერვლის გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდა და შეხვედრა 20-ქულიანი სხვაობით დათმო: 110:130.

დამარცხებულთა შორის პარკეტზე 12 წუთი გაატარა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა კალათბურთელმა 6 ქულა (3/3), 5 მოხსნა და 2 (გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი) ბლოკი მიითვალა. მისი პარკეტზე ყოფნისას "ინდიანამ" მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში საუკეთესო სტატისტიკა გახლდათ.

სტუმართა შემადგენლობაში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო: 33 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი. ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე მაილს ტერნერმა 23 წუთში
მხოლოდ 3 ქულა, 2 მოხსნა და თითო-თითო ასისტი და ბლოკი შესძინა გუნდს.

"მილუოკის" კი სამმაგი დუბლით იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა: 21 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.

"ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 12 მოგებითა და 10 წაგებით მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 6 თებერვალს, შინაურ კედლებში, "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგამ,სრული მეოთხე პერიოდი ითამაშა,როცა თამაში უკვე დამთავრებული იყო.სამი პერიოდის შემდეგ,ანგარიში იყო 106-74.დაშლილი იყო,ინდიანა.საოცარ მომენტებს აფუჭებდნენ და გუნდური თამაში,საერთოდ არ იყო.მომკალით და გოგამ,გაცილებით მეტი დაფარება გააკეთა.ხელიდან ასხლეტილი ბურთი რომ ვერ ჩავარდება,ეგეც ხომ დაფარებად უნდა ჩაითვალოს.
სოსო
16:06 04-02-2021
0
რაში უხდით ამ უცოდინარ ახალგაზრდას ხელფასს? ინფორმაციის სწორედ გადმოცემა არ შეუძლია, ან მხოლოდ კოპი-პეისტის აკეთებს.
ხვიჩა ყაზაიშვილის რედაქტორს
12:44 04-02-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული